დმანისის გადარჩენის კომიტეტი

ანგარიში ხის გადასარჩენად - დმანისის გადარჩენის კომიტეტი ხალხს ფულს სთხოვს

facebook.com/Nika.Melia5

დმანისის გადარჩენის კომიტეტი მის მიერ 20,020 ლარად ნაყიდი ევკალიპტის საფასურის გადახდას ხალხს სთხოვს.

ამის შესახებ ინფორმაცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა. 

დმანისის გადარჩენის კომიტეტმა მწვანე კონცხზე მდებარე ასწლოვანი ევკალიპტის ხე 20,020 ლარად, საწყის ფასთან ანუ 7,000 ლართან შედარებით 2.8-ჯერ უფრო ძვირად იყიდა. კომიტეტმა აუქციონზე ივანიშვილის კომპანიას მოუგო. დღის განმავლობაში 93 ბიჯი დაფიქსირდა, რის შედეგადაც ფასი 20,020 ლარამდე გაიზარდა. ხე ურეკში, ივანიშვილის კერძო საკუთრებაში მდებარე პარკში უნდა გადაეტანათ. 

დმანისის გადარჩენის ფონდი 14 ორგანიზაციას აერთიანებს. 

ამ აუქციონამდე გიორგი ვაშაძემ 5 მილიონად მოიგო აუქციონი, რომელზეც საყდრისის მიმდებარედ 16 ჰექტარზე წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გაიცემოდა. ამ აუქციონში მონაწილეობას თავდაპირველად საყდრისის გადარჩენის ფონდი გეგმავდა, თუმცა ფონდი აუქციონის სისტემაში ვერ დარეგისტრიდა, ამიტომაც მასში მონაწილეობა მხოლოდ ვაშაძემ მიიღო.

კომენტარები