გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 – 27 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +19, +24, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +14, +19 გრადუსი იქნება.
თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +16, +18 გრადუსია მოსალოდნელი.





