მუნიციპალური სასაფლაო

უსახლკაროთა მუნიციპალურ სასაფლაოსთან ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვეს

რუსთავი 2

თბილისის მუნიციპალურ სასაფლაოსთან, აფრიკის დასახლების მაცხოვრებლებმა ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვეს. რუსთავი 2-თან საუბარში დასახლების მაცხოვრებლებმა თქვეს რომ, სხეულის ნაწილები მათ საცხოვრებლებთან ძაღლებმა ჩაიტანეს.

ტაბულას შსს-ში განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა გამორიცხული არაა ის გადაკვალიფიცირდეს. სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდოდ, დამარხული ამპუტირებული კიდურები ძაღლებმა ამოთხარეს.

ტერიტორია, რომელსაც ველის სასაფლაოს უწოდებენ მუნიციპალურ შპს "ჰერმესს" ეკუთვნის. კომპანია ადგილზე უსახლკარო პირებსა და თბილისის კლინიკებიდან მოტანილ სამედიცინო ნარჩენებს, მათ შორის მოკვეთილ ორგანოებსა და სხეულის ნაწილებს მარხავს. ორგანიზაციის განცხადებით, ისინი მიცვალებულებს 2 მეტრის სიღმეზე მარხავენ.

მომხმადრზე განცხადება გააკეთა თბილისის მერმაც. კახა კალაძის თქმით, თუ ჰერმესი ამპუტირებულ ნაწილებს მართლაც 2 მეტრის სიღრმეზე მარხავდა, მაშინ სავარაუდოდ მას ძაღლები ვერ ამოთხრიდნენ. კალაძის თქმით, თუ მოკლვევამ ჰერმესის მიერ დამარხვისას დაშვებული შეცდომები გამოავლინა ამას მკაცრი გადაწყვეტილებები მოჰყვება.

“დავიწყეთ მოკვლევა, თუ რა ხდება რეალურად. თუ საუბარია იმაზე, რომ საფლავი ძაღლმა ამოთხარა, ძაღლი 2 მეტრის სიღრმეზე ვერ გათხრიდა. გამოდის, რომ ეს ყველაფერი არასწორად იყო განხორციელებული. მოვიკვლევთ და თუ ფაქტი დადასტურდა, გადაწყვეტილებები იქნება ძალიან მკაცრი,"- ამბობს კალაძე.

კომენტარები