არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა

იზორია: არჩილი საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლია, მან საქართველოს სიყვარულს შესწირა თავი

კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახს და სრულიად საქართველოს. არჩილი არის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი, მან წამებით საქართველოს სიყვარულს მისი ღირსების დაცვას შესწირა თავი, ამიტომ, საქართველო არასდროს დაივიწყებს თავის გმირს.

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

კომენტარები