სესხები

ლარის სესხებზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 16%-ია, დოლარის სესხზე კი 8.5%

ეროვნული ბანკის სტატისტიკური პორტალის მიხედვით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული გრძელვადიანი ლარის სესხის საპროცენტო განაკვეთი 16%-ია. გრძელვადიანი დოლარის სესხის განაკვეთი კი ამაზე ორჯერ ნაკლებია, 

კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეკონომიკაზე გაცემული სესხების მთლიანი მოცულობა 21.7 მილიარდი ლარია. მთლიანი სასესხო პორფელის ლარიზაციის მაჩვენებელი 40.7%-ია, რაც 2016 წელთან შედარებით 5.3%-ით მეტია. ლარის სესხების ზრდის მთავარი მიზეზი 100 000 ლარამდე სესხების დოლარში გაცემის აკრძალვა და დედოლარიზაციის სხვა რეგულაციებია. ამ ცვლილების გამო მოსახლეობა იძულებულია აიღოს ლარის სესხი, რომლის საპროცენტო განაკვეთიც დოლართან შედარებით უფრო ძვირია.

აღნიშნული სტატისტიკა აჩვენებს, რომ ლარში გრძელვადიანი სესხის განაკვეთი დოლართან შედარებით ორჯერ ძვირია.

მთავრობამ დედოლარიზაციის საკანონმდებლო პაკეტით სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ერთიანი ლიმიტი დააწესა. ქვეუანაში წლიურ 100%-ზე მაღალი სესხის გაცემა აიკრძალა. ამავე ცვლიელებებით, აიკრძალა 100 ათას ლარამდე სავალუტო სესხების გაცემა, აიკრძალა რეკლამირებისას ქონების/მომსახურების საფასურის დოლარში მითითება. 

კომენტარები