სესხები

რა არის საქართველოში გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთები

ტაბულა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის დეკემბრის მდგომარეობით კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეკონომიკაზე გაცემული სესხების მთლიანი მოცულობა 21.7 მილიარდი ლარია. მთლიანი სასესხო პორფელის ლარიზაციის მაჩვენებელი 40.7%-ია, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.3%-ით მეტია. ლარის სესხების ზრდის მთავარი მიზეზი 100 000 ლარამდე სესხების დოლარში გაცემის აკრძალვა და დედოლარიზაციის სხვა რეგულაციებია. ამ ცვლილების გამო მოსახლეობა იძულებულია აიღოს ლარის სესხი, რომლის საპროცენტო განაკვეთიც დოლართან შედარებით უფრო ძვირია.

აღნიშნული სტატისტიკა აჩვენებს, რომ ლარში გრძელვადიანი სესხის განაკვეთი დოლართან შედარებით ორჯერ ძვირია. 

დედოლარიზაციის კანონმდებლობა ძალაში 2017 წლის 13 იანვარს შევიდა. ამ საკანონმდებლო პაკეთით ქვეყანაში სესხების საპროცენტო განაკვეთზე ერთიანი ლიმიტი დაწესდა 100%-ის ოდენობით, აიკრძალა 100 ათას ლარამდე სავალუტო სესხების გაცემა, აიკრძალა რეკლამირებისას ქონების/მომსახურების საფასურის დოლარში მითითება. ასევე, ძალაში შევიდა სესხების "გალარების" ნორმები, რომლითაც მოქალაქეებს დოლარში აღებული იპოთეკური სესხების ლარში გადაყვანა შეეძლოთ, რისთვისაც მთავრობა მათ სპეციალურ სუბსიდიას აძლევდა. "გალარების" აქციით $80 მილიონი დოლარის ღირებულების სასესხო პორტფელი გალარდა.

დედოლარიზაციის სამთავრობო პროგრამის მიზანი უცხოურ ვალუტაზე მოსახლეობის დამოკიდებულების შემცირებაა. 

კომენტარები