აშშ

დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის პოსტიდან მაკმასტერი გაათავისუფლა

ჰერბერტ მაკმასტერი და დონალდ ტრამპი
AP

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობიდან გენერალი ჰერბერტ მაკმასტერი გაათავისუფლა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა:

"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ 9 მაისიდან ჯონ ბოლტონი იქნება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ახალი მრჩეველი. მადლობას ვუხდი გენერალ მაკმასტერს მის მიერ გაწეული სამსახურისათვის. მან შესანიშნავად იმუშავა და ყოველთვის დარჩება ჩემს მეგობრად."

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია მაკმასტერის სავარაუდო გათავისუფლების თაობაზე ამერიკულ მედიაში გასულ კვირას გავრცელდა, თუმცა მაშინ ინფორმაცია თეთრი სახლის სპიკერმა, სარა სანდერსმა არ დაადასტურა.

გენერალი მაკმასტერი ტრამპის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების მეორე მრჩეველია. მის დანიშვნამდე პოსტს ერთი თვით მაიკლ ფლინი იკავებდა, თუმცა რუსეთთან კავშირების თაობაზე გამოძიების დაწყების შემდეგ გადადგა.

კომენტარები