ფსიქოლოგია

კვლევის თანახმად, Smiths-ის ფანები ნევროტულები არიან, Björk-ის - გახსნილები

სამეცნიერო კვლევამ აჩვენა, რომ Facebook-ის “ლაიქებს” ჩვენი პიროვნული თვისებების გამოვლენა შეუძლია.

კვლევის თანახმად, თუ თქვენ The Smiths-ის ფანი ხართ, სავარაუდოდ, ნევროტული მიდრეკილებები გაქვთ. თუ ბიორკის ან ტომ უეიტსის მოყვარული ხართ, ეს შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ თქვენ ახალი გამოცდილებებისთვის “ღია” ხართ. მერლინ მენსონის ფანები კი, შესაძლოა, რთულად დასათანხმებლები იყვნენ. ამის შესახებ 2015 წლის კვლევა იუწყება.

კვლევის ფარგლებში, სტენფორდის და კემბრიჯის უნივერსიტეტის ფსიქომეტრიული ცენტრის მეცნიერებმა ადამიანების Facebook-ის "ლაიქები" შეისწავლეს.

New York Times-ის თანახმად საკონსულტაციო ფირმამ, "Cambridge Analytica"-მ, პიროვნების მოდელირებასთან მიდგომა სწორედ სტენფორდი/კემბრიჯის კვლევის მიხედვით შეადგინა. სტატიაში ნათქვამია, რომ ფირმა მონაცემებს 50 მილიონი Facebook-ის მომხმარებლისგან, მათი თანხმობის გარეშე აგროვებდა, რის საფუძველსეც მომხმარებლების ქცევით მოდელებს ადგენდა და ამერიკის წინასაარჩევნო პერიოდში, პოტენციურ ამომრჩევლებს სხვადასხვა პოლიტიკურ კამპანიას უმიზნებდა.

2015 წლის კვლევამ Facebook-ის აპლიკაცია გამოიყენა, რომელიც 100 კითხვის საფუძველზე მომხმარებლების პიროვნულ თვისებებს "ხუთფაქტორიანი მოდელით" აფასებდა: გამოცდილებისადმი ღიაობა (Openness), პატიოსნება (Conscientiousness), ექსტრავერსია (Extraversion), თანხმობისათვის მზაობა (Agreeableness) და ნეიროტიციზმი (Neuroticism). კითხვარი 70,000-მა მომხმარებელმა შეავსო, რაც მკვლევარებს მათი და მათი მეგობრების პროფილზე აძლევდა წვდომას. ამ გზით, მეცნიერებს საშუალება მიეცათ შეესწავლათ, რას იწონებდნენ მომხმარებლები ფეისბუქზე. შეგროვებული მონაცემებით, მკვლევარებმა შეადგინეს მოდელი, რომელსაც პიროვნული თვისებების წინასწარმეტყველება მხოლოდ Facebook-ის “ლაიქების” მიხედვით შეუძლია.

New York Times-ი წერს, ფსიქომეტრიის ცენტრმა "Cambridge Analytica"-ს მათი მოდელის გამოყენებაზე უარი უთხრა. ამიტომ, ფირმამ მოდელი თავისით, კემბრიჯის ერთ-ერთი პროფესორის დახმარებით შექმნა. ამ გზით, მეთოდოლოგია, რომელსაც მკვლევარები Smiths-ის ფანების ნევროტულობის დასადგენად იყენებდნენ, "Cambridge Analytica"-მ, სავარაუდოდ, ტრამპის პოტენციური ამომრჩევლების დასადგენად გამოიყენა.

 

მეცნიერების კვლევის მიხედვით:

  • "გამოცდილებისთვის ღია" ადამიანები ყველაზე ხშირად ბიორკს და ტომ უეიტსს იწონებდნენ.
  • გამოცდილებისთვის ნაკლებად ღია ადამიანებს ლიუკ ბრაიანი და ჯეისონ ალდინი მოსწონთ.
  • Gucci Mane-ის და Waka Flocka Flame- ის ფანები ექსტრავერტები არიან.
  • "თანხმობისათვის მზაობას" ყველაზე ნაკლებად მერლინ მენსონის, Rammstein-ის, Placebo-ს და Judas Priest-ის ფანები ავლენენ.
  • ყველაზე "ნევროტულ" ადამიანებს, უმეტესად,The Smiths, Placebo, Bring Me The Horizon, Escape the Fate და მერლინ მენსონი მოსწონთ.
     

კვლევაში, ნაკლებად ნევროტულობას არც ერთი მუსიკოსის მოწონება არ გამოხატავდა. ამ სიაში მხოლოდ სპორტთან დაკავშირებული თემები მოხვდა, როგორიცაა “ფეხბურთი”, დერიკ როუზი, “the Miami Heat” და “SportsCenter”.

 

კომენტარები