კრიმინალი

სასამართლომ ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

საია

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ცოლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ვ.რ-ს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

"სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 4 ივლისს, დაახლოებით 11:30 საათზე, ქ. ფოთში, მისსავე საცხოვრებელ ბინაში ვ.რ.-მ კონფლიქტის დროს, მეუღლეს - ზ.შ.-ს დანით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ზ.შ. ადგილზე გარდაიცვალა" - აცხადებს პროკურატურა და აღნიშნავს, რომ სამართალდამცველებმა ვ.რ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები