დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

"რას ვმატებ საზოგადოებას" - მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს

მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს. 21 მარტი დაუნის სინდრომის დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. 21.03 გარკვეული სიმბოლიკის მატარებელია - დაუნის სინდრომი ვლინდება 21-ე ქრომოსომის გასამებით.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება, მათ შორის, საქართველოშიც. წლევანდელი მსოფლიო კამპანიის გზავნილია - რას ვმატებ საზოგადოებას (What I bring to my community).

საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია წელს მეშვიდედ აღნიშნავს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს.


დაგეგმილი ღონისძიებები

• 12-21 მარტი - უთვალავი ჭრელი წინდისკამპანია #წინდამინდა (წინდების შეძენა შესაძლებელია „ნიკორასა" და "ეკონომიქსის" მაღაზიების ქსელსა და სოციალურ საწარმო „ბაბალეში“)
• 21 მარტი - 11:00 - 14:00 კონფერენცია „რას ვმატებ ჩემს სამსახურს“ - ეძღვნება შშმ პირთა დასაქმების კუთხით არსებულ გამოწვევებს;(ქ.თბილისი, სასტუმრო რუმსი)
• 21 მარტი - ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია საქართველოს რეგიონის მუნიციპალიტეტებში

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ:

• დაუნის სინდრომი არის ადამიანის გენეტიკური მდგომარეობა, როდესაც ყველა უჯრედში 46 ქრომოსომის ნაცვლად 47 ქრომოსომაა. ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა. გამომდინარე აქედან, დაუნის სინდრომი დაავადება არ არის.
• მნიშვნელოვანია, როდესაც ვესაუბრებით დაუნის სინდრომის მქონე ადამიანს, ან მის ახლობელს, მოვიხსენიოთ იგი სახელით და არა დაუნის სინდრომის მქონე პირად.
• საუბრისას წინა პლანზე გამოიყვანეთ პიროვნება, ადამიანი და ამის შემდეგ მისი გენეტიკური მდგომარეობა.
• დაუშვებელია შემდეგი მიმართვის ფორმის გამოყენება საუბრისას: დაუნის სინდრომით დაავადებული, დაუნიზმით დაავადებული, დაუნი, სწორი ფორმაა: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი/პირი.

კომენტარები