რელიგიური გრძნობები

თაქთაქიშვილი რ2-ზე: უმრავლესობის დაცვა ლიბერალების იუმორისგან დასავლეთთან აცდენაა

აბსოლუტურად არასწორია გიორგი გაბუნიასთვის საყვედურის გამოცხადების დასაბუთება იმით, რომ აი, ორი წლის წინ პს-ის წამყვანსაც ვუსაყვედურეთ მუსლიმი თემის საჩივრის გამო და ახლა, უმრავლესობას ხომ არ დავჩაგრავთო: 
1. ამ ორი ტექსტის შედარება არასწორია, რადგან 2 წლის წინანდელი პს-ის სიუჟეტი შეეხებოდა მოხეში მეჩეთის დანგრევას და რელიგიურ კონფლიქტს ადგილობრივ მართლმადიდებელ და მუსლიმ თემებს შორის. მაშინ წამყვანის ტექსტი მიკერძოებული იყო და ფაქტების გადმოცემამდე საზოგადოებას სთავაზობდა საკუთარ სუბიექტურ უარყოფით დამოკიდებულებას მოხეში ახალი მეჩეთის აშენების შესახებ. ძალიან სწორი იყო მაშინდელი თვითრეგულირების საბჭოს გადაწყვეტილება. 
2. გაბუნიას ტექსტი შეეხებოდა აჭარის ბუნების განადგურებას და ტექსტის არცერთი ნაწილი არ ისახავდა მიზნად ქრისტიანების შეურაცხყოფას, მათ გამტყუნებას ან უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას. თუ ვინმეს შეურაცხყოფდა ეს სიუჟეტი, მხოლოდ ივანიშვილს და მის მსახურებს. 
3. პრო-დასავლური არხის მხრიდან საჯარო განაცხადი, რომ თუ უმრავლესობის მიერ უმცირესობის დაჩაგვრას ვაპროტესტებთ, მაშინ ვალდებული ვართ უმრავლესობაც დავიცვათ ლიბერალების იუმორისგან, ფუნდამენტური ღირებულებითი აცდენაა დასავლეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი Facebook-ისსაკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს. რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამია, ტელეკომპანიის ეზოსთან პრორუსული და ანტიდასავლური ჯგუფების ძალადობისა და პროტესტის შემდეგ, ყველა მორწმუნეს ბოდიში მოუხადა. ე.წ ქართული მარშის წევრები გუშინ შენობასთან მივიდნენ და გიორგი გაბუნიას ეზოში არ უშვებდნენ. ქართული მარში აგრესიის მიზეზად ასახელებდა, გიორგი გაბუნიას გუშინდელი მონოლოგს - გაბუნიამ თქვა, რომ "იესო ქრისტე საქადაგებლად აჭარაში უნდა მოსულიყო და აქ ჯვარზე ვერ გააკრავდნენ, ვინაიდან ყველა ხე ბიძინა ივანიშვილის ეზოშია გადარგული".

კომენტარები