ბექა მინდიაშვილი

მინდიაშვილი: მკრეხელობა და რელიგიური შეურაცხყოფა არის ქრისტეს სახელით გინება

მკრეხელობა და რელიგიური შეურაცხყოფა არის ქრისტეს სახელით გინება, ძალადობა, ყაჩაღობა, მაფიოზობა და გებეშნიკობა და არა რელიგიური შინაარსის ხუმრობები. დაიმახსოვრეთ კარგად, რომ სწორედ დაცინივის, მკრეხელობისა და არარსებული რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო დევნიდნენ ბიბლიურ წინასწარმეტყველებს, ჯვარზე გააკრეს ქრისტე და მტკვარში გადაუძახეს ვეფხისტყაოსნის ხელნაწერებს!

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე რუსთავი 2-ის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. დღეს ე.წ ქართული მარშის წევრები რუსთავი 2-ის შენობასთან მივიდნენ და გიორგი გაბუნიას ეზოში არ უშვებდნენ. ქართული მარში აგრესიის მიზეზად ასახელებდა, გიორგი გაბუნიას გუშინდელი მონოლოგს - გაბუნიამ თქვა, რომ "იესო ქრისტე საქადაგებლად აჭარაში უნდა მოსულიყო და აქ ჯვარზე ვერ გააკრავდნენ, ვინაიდან ყველა ხე ბიძინა ივანიშვილის ეზოშია გადარგული".

კომენტარები