ურთიერთობები

კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც ურთიერთობებში არიან წონაში იმატებენ

iSTOCK

კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც ურთიერთობებში არიან წონაში უფრო მეტს იმატებენ, ვიდრე ისინი, ვინც არ არიან.

ქუინსლენდის უნივერსიტეტის პროფესორმა, სტეფანი შოუფმა 15 000-მდე სტუნდენტი გამოკითხა და ამაზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ სტუდენტები, რომლებიც ურთიერთობებში არიან წონაში დაახლოებით 6 კილოთი მეტნი არიან, ვიდრე ისინი, ვინც არ არიან.

შოუფის თქმით, ურთიერთობაში მყოფი ადამიანები, აღარც ცდილობენ შთაბეჭდილების მოხდენას სხვა ადამიანებზე და წონაში მატების მიზეზიც სწორედ ეს არის.

"როდესაც ადამიანები აღარ ცდილობენ შთაბეჭდილება მოახდინონ ადამიანზე, რათა მათ თავი მოაწონონ, გაუაზრებლად უფრო მეტს საკვებს იღებენ, რაც წონაში მატებას იწვევს. ასევე, როდესაც წყვილს შვილი ან შვილები ჰყავთ, ისინი ჭამენ მათ მიერ დატოვებულ საჭმელსაც" - თქვა შოუფმა.

კომენტარები