საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლა

ქუმსიშვილი გუდაურში დაშავებულებზე: მათ ყველა საჭირო მანიპულაცია უტარდებათ

ყველა მათგანი ინტენსიური დაკვირვების ქვეშ იმყოფება და ყველა საჭირო მანიპულაცია უტარდება. მინდა, აღვნიშნო, რომ დაშავებულების ოჯახის წევრებთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, თითოეული მათგანისთვის გამოყოფილია ოფიციალური წარმომადგენელი, რათა დაკმაყოფილდეს ყველა ის საჭიროება, რომელიც დაშავებულებს ან დაშავებულთა ახლობლებს ექნებათ. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვიზრუნებთ, რათა დაშავებულების მდგომარეობა, რაც შეიძლება მალე გამოსწორდეს

ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი. დღეს გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა. შსს-ის ცნობით, სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა

კომენტარები