უბედური შემთხვევა ფლორიდაში

ფლორიდაში 6 საათში აგებული ხიდი ჩამოინგრა, გარდაიცვალა 4 ადამიანი, დაშავდა - 10

ABC News

როგორც მინიმუმ, 4 ადამიანი გარდაიცვალა და 10 დაშავდა ფლორიდასთან ახლოს მდებარე მაიამის საერთაშორისო უნივერსიტეტის საფეხმავლო ხიდის ჩამონგრევის შედეგად. 

BBC-ის ცნობით, მაშველები ამ დრომდე ეძებენ ხიდის ნანგრევებში მსხვერპლს. 

862-ტონიანი, 53 მეტრი სიგრძის ხიდი 8-ზოლიან ავტომაგისტრალს ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევარში დაეცა, რის გამოც, პოლიციის ცნობით, მინიმუმ 8 ავტომობილი განადგურდა. 

BBC-ის ინფორმაციით, ხიდი შაბათს, 10 მარტს დაახლოებით 6 საათში აიგო. ის დაჩქარებული აგების მეთოდით საცობების თავიდან ასარიდებლად აშენდა.

კომენტარები