ბოკერია: თუ მტერი არ გრძნობს, რომ ფასს გადაახდევინებ, ასე ხდება წახალისება

მოხდა ორი საზარელი მკვლელობა. ამ მკვლელობის ჩამდენები და პოლიტიკური მფარველები -ადგილობრივი და ცენტრალური - უნდა იყვნენ ზეწოლის ქვეშ საქართველოს ხელისუფლებისგან. უნდა გრძნობდნენ, რომ რაც შეიძლება მაღალ ფასს გადაიხდიან, როცა ასეთი საზარელი მკვლელობა ხდება ან ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევენ.

[საქართველოს პრემიერმინისტრის] წერილი, ეს სიგნალი და ის გარემოებები, რაც ამას მოყვა - პასუხი, პასუხის პასუხი - გზავნის სრულიად საწინააღმდეგო სიგნალს. სწორედ იმ დოქტრინას აგრძელებს, რაც ექვსი წლის წინ ვნახეთ, რომ „დაპირისპირება“ არ გვინდა, არ გვინდა, რომ ჩვენ ვიყოთ დაპირისპირების საგანი.

თუკი მომავალი საზარელი მკვლელობის წახალისებაზეა ლაპარაკი - არ გვინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ მომავალი საშინელი ამბის, რომელიც იქ მოხდება - წახალისება ხდება ასე - თუკი შენი მტერი არ გრძნობს, რომ ყველა წარსულ შემთხვევაზე შენ ყველაფერს გააკეთებ, რომ გადაახდევინო ფასი.

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გადაცემა აქცენტებში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასა და საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებზე.

კომენტარები