საუდის არაბეთი

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე: თუ ირანს ატომური იარაღი ექნება, ჩვენც შევქმნით

AFP/Getty Images

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, მუჰამედ ბინ სალმანმა CBS-თან ინტერვიუში თქვა, რომ თუ ირანი ბირთვულ იარაღს შექმნის, საუდის არაბეთიც იმუშავებს ამაზე.

"საუდის არაბეთს არ სურს ატომური ბომბი ქონა, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ თუ ირანი შექმნის ატომურ ბომბს, ჩვენც გავაკეთებთ ამას შესაძლო უმოკლეს ვადაში." თქვა მუჰამედ ბინ სალმანმა.

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის ტახტის 32 წლის მემკვიდრემ გასულ კვირას ეგვიპტეში ოფიციალური ვიზიტისას თქვა, რომ თურქეთი ირანთან და რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებებთან ერთად "ბოროტების სამკუთხედის" ნაწილია.

კომენტარები