მიხეილ ჯანელიძე

ჯანელიძე: ოპოზიციას, NGO-ებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე საუბრის უფლება არ აქვთ

მიხეილ ჯანელიძე
საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა და თქვა, რომ მათ, ვინც 2008 წელს ვერაფერი გააკეთა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესაჩერებლად არანაირი უფლება არ აქვთ დღეს ხელისუფლების მეთოდები გააკრიტიკონ.

"ოპოზიცია და მათ შორის არასამთავრობო სექტორში ის ხალხი არის, რომელმაც 2008 წელს ვერაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არ მომხდარიყო ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ამ ხალხს არანაირი უფლება არ აქვთ ისაუბრონ დღეს იმ გზებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას." თქვა მიხეილ ჯანელიძემ.

კომენტარები