გერმანია

ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერი მეოთხე ვადით გახდა

ანგელა მერკელი
Reuters

გერმანიის პარლამენტმა ანგელა მერკელი კანცლერის პოსტზე მეოთხე ვადით აირჩია. მის კანდიდატურას მხარი 364 პარლამენტარმა დაუჭირა 315-ის წინააღმდეგ.

მერკელის ქრისტიან დემოკრატიულ კავშირს და სამთავრობო კოალიციის პარტნიორ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ბუნდესტაგის ქვედა პალატაში 399 წარმომადგენელი ჰყავთ.

63 წლის მერკელი კანცლერის პოსტს 2005 წლიდან იკავებს.

საპარლამენტო არჩევნები გერმანიაში 24 სექტემბერს ჩატარდა და მას შემდეგ სამთავრობო კოალიციის შექმნის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. თავდაპირველი მოლაპარაკებები სამთავრობო კოალიციის შექმნის თაობაზე ქრისტიან დემოკრატიულ კავშირს, თავისუფალ დემოკრატებს და მწვანეთა პარტიას შორის ოთხკვირიანი განხილვის შემდეგ თავისუფალი დემოკრატების გასვლის გამო ჩაიშალა.

საბოლოოდ კოალიცია კვლავ ქრისტიან დემოკრატიულ კავშირსა და სოციალ-დემოკრატიულ პარტიას შორის შედგა.

ახალ მთავრობაში 6 მინისტრს სოციალ-დემოკრატიული პარტია ირჩევს. ფინანსთა მინისტრის პოსტზე უკვე წარადგინეს ჰაბურგის მერის, ოლაფ შოლცის კანდიდატურა, ხოლო ყოფილი იუსტიციის მინისტრი, ჰაიკო მასი ახალი კოალიციური მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდება.

კომენტარები