საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო: სარფის საბაჟო საზღვარზე მაჯის საათების კონტრაბანდა გამოვავლინეთ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის კონტრაბანდის ფაქტი გამოვლინეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის მოქალაქეს, მისივე მართვის ქვეშ არსებულ ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საბაჟო გამშვები პუნქტი "სარფის" გავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გადაჰქონდა 839 ერთეული სხვადასხვა დასახელების მაჯის საათი, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 26 000 ლარს აღემატება", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები