საქართველო-რუსეთი

საგარეო უწყება: იმედი გვაქვს, ჟენევაში შევძლებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას

საგარეო საქმეთა სამინსტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა იმედს გამოთქვამს, რომ ჟენევის მომავალ რაუნდზე საქართველო შეძლებს მრავალი წლის მანძილზე არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად და კონფლიქტის მშვიდობიანად დასარეგულირებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.

უწყების საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უპასუხა, რომელმაც თავის მხრივ განაცხადა, რომ კმაყოფილები არიან კვირიკაშვილის მზაობით ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე. 

"გავეცანით რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარს. ჟენევის დისკუსიები არის მნიშვნელოვანი ფორმატი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დასარეგულირებლად.

იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალ ჟენევის რაუნდზე ჩვენ შევძლებთ მრავალი წლის მანძილზე არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად და კონფლიქტის მშვიდობიანად დასარეგულირებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.

ამასთან, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას გადადგას ნაბიჯები ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემის უზრუნველსაყოფად", - აღნიშნავს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ხელისუფლების წერილი არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით 9 მარტს გაუგზავნა.

პრემიერმა არჩილ ტატუნაშვილის გატაცებას და მოკვლას "სამწუხარო ინციდენტი" უწოდა, აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების, პატრიარქისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მცდელობის მიუხედავად, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა "ვერ მოხერხდა" და რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად "დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით", ერთობლივი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

კომენტარები