ვითარება გზებზე

ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

"ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - აცხადებენ უწყებაში.

აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 7 მარტს ჩამოსული კლდოვანი მასის გამო იკრძალებოდა.

კომენტარები