ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

საია უხამსობის მუხლს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ხულიგნობის მუხლს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. 

ორგანიზაცია სასამართლოს კონსტანტინე ჩაჩანიძის სახელით მიმართვს და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს (წვრილმანი ხულიგნობა) და "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში "უხამსობის" განმარტებასთან დაკავშირებული მუხლების ნორმატიულ შინაარსს ასაჩივრებს.

საია ითხოვს, არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი ზემოთ აღნიშნული სადავო ნორმების იმგვარი შინაარსი, რომლის მიხედვითაც პროფანაციულ სიტყვას არ შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება. კონტექსტის განურჩევლად, ასეთი სიტყვის წარმოთქმა, ბლანკეტურად მიჩნეულია უხამსობად. ამ სიტყვის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას წარმოთქმა კი იწვევს სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. 

საია მიიჩნევს, რომ უცენზურო გამონათქვამის ბლანკეტური აკრძალვა არღვევს გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას, ვინაიდან შეუძლებელს ხდის ამ ტერმინის გამოყენებით პოლიტიკოსის და სახელმწიფო პოლიტიკის კრიტიკას. ამგვარად, სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებასთან და მშვიდობიანი შეკრების უფლებასთან.

კომენტარები