ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხყოფისთვის პირი 300 ლარით დაჯარიმდება

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

პარლამენტმა დღეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის ნაწილიც დაამტკიცა, რომელიც საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხყოფას ეხება.

ცვლილებების თანახმად, ალკოჰოლიანი სასმელის მიღება ქუჩებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, გარდა სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებისა, სადაც ალკოჰოლური სასმელების ჩამოსხმით გაყიდვა ნებადართულია მხოლოდ ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ. საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნა 300 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

წლის განმავლობაში იგივე ქმედების მეორედ ჩადენა 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო მესამედ ჩადენის შემთხვევაში 700 ლარით. გამონაკლის შემთხვევაში, საქმის გარემოებათა მიხედვით და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით, თუ აღნიშნული ზომების მიღება ჩაითვლება არასაკმარისად, შესაძლოა, პირს 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდოს.

ზემოაღნიშნული ქმედების წლის მანძილზე მესამედ ჩადენის შემთხვევაში, პირს ასევე ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლის ვადით.

კომენტარები