კრიმინალი

შსს: ვერაზე, მრავალჯერ ნასამართლევი გ.რ. სავარაუდოდ, შურისძიების მოტივით მოკლეს

ტვ პირველი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 მარტს, თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 1957 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ. რ. გარდაცვლილი იპოვეს.

უწყებაში ამბობენ, რომ მას სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.

შსს-ს განცხადებითვე, მკვლელობის სავარაუდო მოტივი შურისძიებაა.

უწყებაში ამბობენ, რომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკლელობის მუხლით მიმდინარეობს.

მედიით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული - მას ტყვია თავში აქვს ნასროლი. ვრცელდებოდა ასევე, მოკლულის სავარაუდო სახელი და გვარი, იცინიალებით - გ.ხ., რასაც შსს არ ადასტურებს.

კომენტარები