თურქეთის სამხედრო გადატრიალების მცდელობა

თურქეთის სასამართლომ 25 ჟურნალისტს სამხედრო გადატრიალების საქმეზე პატიმრობა მიუსაჯა

ამერიკის ხმა

თურქეთის სასამართლომ სამხედრო გადატრიალების მცდელობისთვის დაკავებულ 25 ჟურნალისტს პატიმრობა მიუსაჯა. 

სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო ანადოლუს ცნობით, 11 მათგანს 6 წლითა და 3 თვით, 12-ს - 7 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

ორი ჟურნალისტი, მურატ აქსიოსი და ატილა თაში კი შედარებით მსუბუქი სასჯელი "ერგოთ" - სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ საპატიმროში 25 და 37 თვე უნდა გაატარონ. 

ანადოლუ აცხადებს, რომ ჟურნალისტები იმ გამოცემებისთვის მუშაობდნენ, რომლებიც მთავრობამ ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირის გამო დახურა.

სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში 2016 წლის 15 ივლისის ღამეს მოხდა. მას 290 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის - 104 აჯანყებული. თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი გადატრიალების ორგანიზებაში ფეთულა გიულენს ადანაშაულებს. თავად ფეთულა გიულენი გადატრიალების მცდელობასთან კავშირს ამ დრომდე უარყოფს.

სამხედრო გადატრიალების მცდელობასა და გიულენთან კავშირის გამო, თურქეთში 150 000-ზე მეტი ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს, 50 000-ზე მეტი კი დააკავეს. დახურეს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, სკოლები და უნივერსიტეტები. 

კომენტარები