ვიზალიბერალიზაცია

წულუკიანი: მივესალმებით თუ ევროკავშირი ჩვენს მოქალაქეებს უარს ეტყვის თავშესაფარზე

ტაბულა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ევროპაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აუცილებელია ყველამ დაიცვას უვიზო მიმოსვლის წესები.

"მივესალმებით იმას, რომ ევროპული ქვეყნები ჩვენს მოქალაქეებს უარს ეტყვიან თავშესაფარზე, რადგან არ არსებობს ამის საფუძველი. ჩვენ ყველას გვევალება, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობებისთვის, ის რაც არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, ისტორიული შედეგი, რასაც ჩვენ, თითოეულმა ჩვენგანმა ერთად მივაღწიეთ, ეს არის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა და მომავალ თაობებს არ დავუკარგოთ ის, რაც იყო მრავალი თაობის მანძილზე ძნელად მისაღწევი,"- თქვა წულუკიანმა.

აღსანიშნავია, რომ მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, გერმანიის დელეგაცია დღეს თბილისში შეხვედრებს მართავს. საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებით, ვიზალიბერალიზაციამდე პერიოდთან შედარებით თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა. გერმანიის მთავრობის შეფასებით, აუცილებელია სწრაფი რეაგირება. საელჩოს ინფორმაციით, გერმანია იმ პირებს, ვისაც თავშესაფარზე უარი უთხრეს, შენგენის მთლიან ზონაში შესვლას რამდენიმე წლით აუკრძალავს.

კომენტარები