ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 6-7 მარტს - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6-7 მარტს საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია მცირე ნალექი. ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი - სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +17, +22 გრადუსის ფარგლებში იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში 6 მარტს +7, +12, ხოლო 7 მარტს +12, +17 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. 

თბილისში შესაძლოა იწვიმოს. ჰაერის ტემპერატურა 6 მარტს +9, +11 გრადუსი იქნება, 7 მარტს კი, +15, +17 გრადუსამდე დათბება.

კომენტარები