სირია

აღმოსავლეთ ღუტაში ჰუმანიტარული დახმარება შეიტანეს

Reuters

გუშინ სირიაში, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ ღუტაში დაპირისპირებების შედეგად სულ მცირე 77 ადამიანი დაიღუპა. გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ცეცხლის შეწყვეტის მოწოდების შემდეგ ეს ყველაზე სისხლიანი დაპირისპირებაა რეგიონში.

მიუხედავად დაპირისპირებისა, რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა მოხერხდა. 46 სატვირთო მანქანით 27,000-მდე ადამიანს საკვები პროდუქტები მიაწოდეს. ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციების თქმით სირიის სამხედრო ძალებმა მათ მედიკამენტების შეტანის საშუალება არ მისცეს.

შეგახსენებთ, რომ რეგიონში 400,000-მდე ადამიანი ცხოვრობს. ორი კვირის წინ ასადის ძალების მიერ დაწყებული შეტევის შემდეგ 780 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 5,600-ზე მეტი დაშავდა.

ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ძალებმა ანკლავის ერთი მესამედზე მეტი აიღეს. რუსეთის სამხედრო ძალები სირიელ ამბოხებულებს ანკლავის ასადის ძალებისათვის გადაცემის სანაცვლოდ ტერიტორის უსაფრთხოდ დატოვებაში დახმარებას სთავაზობენ.

კომენტარები