[ქალთა მიმართ ძალადობაზე] ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ. ამ მიმართულებით ერთერთი ნაბიჯია შემაკავებელი ორდერის გამოწერის გამარტივება და, ასევე, იარაღთან წვდომის შეზღუდვის გამარტივება. დღემდე ეს ნაბიჯი იყო დისკრეციული. ახლა კი ჩვენ ვაკონკრეტებთ შემთხვევებს, როდესაც სავალდებულო იქნება შემაკავებელი ორდერის გაცემა და, ასევე, იარაღთან წვდომის შეზღუდვა. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის და ჩვენ სხვა ნაბიჯებსაც ვახორციელებთ ამ მიმართულებით. დღემდეც არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ღირსების საკითხია, ამ საკითხში სიტუაცია რადიკალურად შევცვალოთ. ჩვენ ამას ვახორციელებთ ასევე საგანმანათლებლო კამპანიით და ეს, რა თქმა უნდა, ადრეული ასაკიდანვე უნდა დაიწყოს
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა
პრემიერი: ოჯახში ძალადობის დროს შემაკავებელი ორდერის გაცემა გამარტივდება
tbl.ge/2tf4
დაკოპირდა
პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ქალთა მიმართ ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, სტატისტიკა შემაშფოთებელია.
პრემიერმინისტრიგიორგი კვირიკაშვილიმთავრობის სხდომაქალთა მიმართ ძალადობაოჯახში ძალადობაქართული ოცნებაქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა
ამავე თემაზე
- მექსიკის ქალაქი ჩიუჰაუა მიზოგინისტური სიმღერების შესრულებას კრძალავს
- პარლამენტმა მოძალადისთვის ელექტრონული სამაჯურის დამაგრების კანონპროექტი დაამტკიცა
- ომბუდსმენი: კარანტინის დროს ოჯახში ძალადობის ფაქტებზე დროული რეაგირება პრიორიტეტი უნდა იყოს
- ელექტრონული სამაჯური მოძალადისთვის - იურიდიულმა კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა
- შსს: დავაკავეთ კაცი, რომელიც ცოლზე და არასრულწლოვან შვილზე სისტემატიურად ძალადობდა