გია მაისაშვილს დღეს დაკრძალავენ

პოლიტიკოსს და ლიდერთა სკოლის დამფუძნებელს გია მაისაშვილს დღეს დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს. ცხედარს სიონიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ და წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ეზოში, (ხეთაგურის ქ. N 7) დაკრძალავენ.

პოლიტიკოსი და ლიდერთა სკოლის დამფუძნებელი გია მაისაშვილი 26 თებერვალს, ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა. ის 56 წლის იყო.

გია მაისაშვილი მძიმე სენს რამდენიმე წელს ებრძოდა. მას თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი 2015 წელს დაუსვეს.

პოლიტიკოსი ჯერ თურქეთში, ბოლო პერიოდში კი, ამერიკის შეერთებულ შტატებში მკურნალობდა.

კომენტარები