არჩილ ტატუნაშვილის საქმე

ოკუპაციის წინააღმდეგ აქციის დროს, 40-მდე კაფე და რესტორანი 2 საათით დაიხურება

4 მარტს, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია - "მშვიდობა ომზე მეტია" - გაიმართება. აქციის მონაწილეები ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას მოითხოვენ და ოკუპაციას გააპროტესტებენ. საპროტესტო აქცია კვირას, 18:30 საათზე, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.

აქციის მიმდინარეობისას, 40-მდე ბარი და რესტორანი სოლიდარობის ნიშნად ორი საათით დაკეტება.

სია:

  • კანუდოსი
  • კამორა
  • ამოდი
  • ვოდკასტი
  • ფუნდუკი
  • პლენტ შოფი
  • საქსესი
  • ბურგერ ჰაუსი
  • ბია +
  • Wizchiz
  • Pipes Burger joint
  • ქეთის ბისტრო
  • პოლიფონია თბილისი
  • თონე
  • Drunk Owl
  • აზერფეშა
  • სკოლა skola
  • ლეილა
  • შავი ლომი
  • ემბერ ბარი
  • რესტორანი ბლუმი
  • რესტორანი ზალა
  • ბენდუქიძის კულინარიული აკადემია
  • ღვინო ანდერგრაუნდი
  • ლიტერა
  • კულინარიუმი
  • ამბავი
  • დრამა ბარი
  • ლიტერატურული
  • ლიტკაფე
  • kyoto სუში ბარ
  • G.vino
  • art cafe home
  • კაფე ლაღიძის წყალი
  • ტატუ ბარი

აქციას ორგანიზებას მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი უწევს. მათი განცხადებით, "აქციის მთავარი მიზანია, გამოვხატოთ სოლიდარობა კიდევ ერთი დაღუპული ქართველის მიმართ, რომელიც შეეწირა ოკუპაციას". ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ კიდევ ერთი ქართველი გახდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალადობისა და რუსული სისასტიკის მსხვერპლი.

"ჩვენ, საქართველოს რიგითი მოქალაქეები, ვთვლით, რომ აღნიშნულ ფაქტს უნდა მიეცეს მკაცრი რეაგირება, როგორც სახელმწიფოსგან, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისგან, რადგან ეს არის დარტყმა სახელმწიფოზე, ჩვენს პრინციპებსა და ფასეულობებზე, განვითარებაზე, ქვეყნის წინსვლასა და ჩვენს მშვიდობიან არჩევანზე.

აქციის მიზანია, დავაფიქსიროთ საქართველოს მოქალაქეების პოზიცია მთელი მსოფლიოს თვალში, რომ ჩვენ მშვიდობისა და თავისუფლების მხარეს ვდგავართ, ისინი კი გვპასუხობენ ომითა და ძალადობით“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს კი ტატუნაშვილი ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულები არიან, თუმცა ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან და სოფელ წილკანში ვერ ბრუნდებიან.

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის არაგეგმურ შეხვედრაზე დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე უარი თქვეს. მათ მიზეზად რუსეთში მიმდინარე "სიღრმისეული ექსპერტიზა" დაასახელეს.

კომენტარები