სომხეთის პარლამენტმა პრეზიდენტის პოსტზე მხარი არმენ სარგისიანის კანდიდატურას დაუჭირა.
მის კანდიდატურას ხმა 90 კანონმდებელმა მისცა, წინააღმდეგი იყო 10, ხოლო ერთმა თავი შეიკავა.
ის სომხეთის მეოთხე პრეზიდენტი გახდება და პოსტს 7 წლით დაიკავებს.
64 წლის სარგისიანი პრემიერმინისტრის პოსტს იკავებდა. ის პირველი პრეზიდენტია, რომელიც პარლამენტმა აირჩია.
პრეზიდენტის პოსტს დღემდე სერჟ სარგსიანი იკავებდა. ოპოზიციის ლიდერების აზრით შესაძლოა მან კვლავ პრემიერმინისტრის პოსტი დაიკავოს.