არჩილ ტატუნაშვილის საქმე

პრემიერი ტატუნაშვილზე: დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან, ეს არის ჩემი სიტყვა

სამძიმარი ვუთხარი ოჯახს. ჩამოვედი და ვუთხარი ინფორმაცია, რა ნაბიჯებს ვდგამთ. ერთი რამ მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება ახორციელებს ყველაფერს, რაც ჩვენ ხელთ არის, ყველა ინსტრუმენტს ვიყენებთ იმისათვის, რომ უმოკლეს დროში იქნას ცხედარი გადმოსვენებული.

ერთი რამ უნდა ითქვას, რომ რაც მოხდა, ეს არის უდიდესი ტრაგედია და ეს არის ძალიან ვერაგული ქმედება ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხის წინააღმდეგ. ყველაფერი არის გამიზნული იმისათვის, რომ ის ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ ვდგამდით, იქნეს დისკრედიტირებული.

საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულად გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რასაც დღემდე ვახორციელებდით და რისი შედეგიც იქნება ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. ამას წინ ვერაფერი დაუდგება ნამდვილად და დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან. ეს არის ჩემი სიტყვა.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წილკანში ჩავიდა და ცხინვალის ე.წ ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდა.

კომენტარები