შეზღუდვები გზებზე

ინტენსიური თოვის გამო, ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და შეზღუდული ხილვადობის გამო, ახალციხე-ნინოწმინდას საავტომობილო გზის 90-112 კმ-ზე და  ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის 30-36 კმ-ზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები