რუსეთი

პუტინის თქმით რუსეთმა 2017 წელს ახალი ატომური იარაღი გამოსცადა

ვლადიმირ პუტინი
Reuters

რუსეთის პარლამენტში გამოსვლისას ვლადიმირ პუტინმა აშშ გააფრთხილა, რომ რუსეთს ახალი მაღალი ტექნოლოგიის ბირთვული იარაღის აქვს, რომელსაც თავდაცვის მექანიზმების დაძლევა შეუძლია. პუტინის თქმით ახალი ბირთვული რაკეტა 2017 წელს გამოსცადეს და მას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილის მიღწევა შეუძლია ისე, რომ ანტი-სარაკეტო სისტემებმა ვერ დააფიქსირონ.

"რუსეთის შეკავების მექნაიზმებმა არ გაამართლა. შეეგუეთ ამას." თქვა პუტინმა.

მან საილუსტრაციოდ ვიდოე კლიპები აჩვენა, რომლებზეც წყალქვეშა დრონები და საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები ჩანდა.

პუტინის თქმით რუსეთი დიდი ხანია აფრთხილებს აშშ-ს არ გააგრძელოს ანტი-სარაკეტო სისტემების განთავსება. "არავინ მოგვისმინა მაშინ. მოგვისმინეთ ახლა." თქვა მან.

"ბირთვული იარაღის გამოყენებას რუსეთის ან მისი მოკავშირის წინააღმდეგ ჩვენ საკუთარ ქვეყანაზე ბირთვულ თავდასხმად განვიხილავთ და პასუხი იქნება მყისიერი." თქვა პუტინმა.

პარლამენტში 2-საათიანი გამოსვლისას პუტინმა რუსეთში საცხოვრებელი სტანდარტების გაუმჯობესებაზე და უმუშევრობასთან და სიღარიბესთან ბრძოლაზეც ისაუბრა.

კომენტარები