ბარათაშვილის ქუჩაზე მინის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული მოზარდი ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა. ჟურნალისტებს კლინიკის ექიმმა უთხრა, რომ ბიჭს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა და ოპერაციის ჩატარება ვერ მოხერხდა.
ბარათაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი შენობის ფასადიდან მინა რამდენიმე საათის წინ ჩამოვარდა და #70 საჯარო სკოლის 6 მოსწავლეს დაეცა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.