კრიმინალი

ახმეტაში მამაკაცი მოკლული იპოვეს

ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ მატანში მამაკაცი მოკლული იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მას ყელი აქვს გამოჭრილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, დაზიანებებს ექსპერტიზა დაადგენს.

კომენტარები