დასუფთავების სამსახური

1 მარტიდან თბილისის 32 ქუჩაზე ნაგავმზიდი მანქანები მხოლოდ ღამის საათებში იმოძრავებენ

თბილისის მერია

1 მარტიდან, თბილისის 32 ქუჩაზე ნაგავმზიდი მანქანები მხოლოს ღამის საათებში იმოძრავებენ. პროექტი საპილოტე რეჟიმში იწყება და დედაქალაქის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ მოსახლეობას მოუწოდა - ნაგავი საღამოს 20:00 საათის შემდეგ გადაყარონ, რათა დღის განმავლობაში ურნები არ გადაივსოს. 

"1-ლი მარტიდან საპილოტე რეჟიმში იწყება ნაგავმზიდი მანქანების ღამის გრაფიკით მოძრაობის სქემა, რაც თავისთავად, გულისხმობს, რომ ვაკის რაიონის 32 ქუჩაზე, ჭავჭავაძის მიმდებარე ყველა ქუჩაზე, ნაგავმზიდი მანქანები ღამის ათი საათიდან იმოძრავებენ და მოსახლეობას ვთხოვ მხარში ამოუდგეს ქალაქ თბილისის მერიას და ნარჩენები მოიშოროს საღამოს 20:00 საათის შემდეგ, რათა არ მოხდეს დღის განმავლობაში ურნების გადავსება. ჩვენ უზრუნველვყავით ურნების დამატება, ასევე რკინის ურნების ჩანაცვლება პლასტმასის ურნებით, რათა ხმაური მინიმუმამდე დავიყვანოთ. თუმცა, მაინც მოსახლეობის მხარდაჭერისა და აქტიურობის გარეშე წარმოუდგენელი იქნება ამ საპილოტე პროექტის განხორციელება, რომელიც ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია სეპარირების სისტემის ჩამოსაყალიბებლად. ასევე, ხელს შეუწყობს საცობებისგან ქალაქის განტვირთვას და ნაგავმზიდი მანქანები დღის განმავლობაში ამ ქუჩებზე აღარ ივლიან." - ამბობს ბითაძე.

კომენტარები