უაქციზო სიგარეტი

უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამეგრელოსა და ქვემო ქართლის რეგიონებში, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციის ორი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით, ორი პირი დააკავეს.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 18 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი "მასტერი". ხოლო სამეგრელოს რეგიონში, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია სხვადასხვა დასახელების, ჯამში 3 250 კოლოფი უაქციზო სიგარეტი", - აცხადებენ უწყებაში.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამოღებული სიგარეტების საერთო საბაზრო ღირებულება 42 000 ლარს აღემატება.

უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები