რუსი პოლიტიკოსები

ჟირინოვსკი: მე ნაპოლეონის, აინშტაინის, ჰიტლერის შთამომავალი ვარ, თქვენ - მწყემსების

მე, ვლადიმერ ჟირინოვსკი, ვიყავი გადაცემაში Hard Day's Night. რა მომეწონა - კარგი, ნიჭიერი ჟურნალისტები არიან. არხი სახელწოდების გამო მიყვარს [თარგმანში Дождь წვიმას ნიშნავს], მიყვარს, როცა წვიმს, წვიმა ყველა კვალს შლის, ცოტა გრილა, ყველაფერი კარგია, მაგრამ მე მაღიზიანებს მეწვრილმანეობა. აი, კურდღლებივით სხედან და ღეჭავენ იმას, თუ ვის ვისთან ძინავს, ვინ ვის რა მისცა. მე არ ვიცი, ნუთუ სასიამოვნოა მთელი ცხოვრება იმით დაკავება, ვის რა აქვს ჯიბეში, ვის რა აქვს კუჭში, რა ჭამა და რა დალია. ამაზრზენია ეს ყველაფერი. მინდა რაღაც ამაღლებული, სულიერი, ადამიანური. მსოფლიოში ომი მიდის, გესმით? მთელ მსოფლიოში მონობა, პროსტიტუცია და ნარკოტიკებია. როგორ შევაჩეროთ ეს ყველაფერი? მე ყველაზე გამოცდილი ადამიანი ვარ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში. იცით, რომ მე წინაპრებში ნაპოლეონი მყავს, ჰიტლერი, აინშტაინი, ლინდონ ჯონსონი - აშშ-ის პრეზიდენტი, ყველა დიდებული ადამიანი, მოქანდაკეები, აკადემიკოსები. თქვენ ვინ გყავთ? თქვენ ვისი შვილები ხართ? თქვენ მომთაბარეების შვილები ხართ, მწყემსების. გესმით? თქვენ ჩემგან უნდა მიგეღოთ ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ უნდა იცხოვროთ ამ სამყაროში და თქვენ ეს შანსი ვერ გამოიყენეთ 

რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა და ოდიოზურმა პოლიტიკოსმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ რუსულ ტელეკომპანია Дождь-თან ინტერვიუს შემდეგ, არხი გააკრიტიკა

კომენტარები