არჩილ ტატუნაშვილის საქმე

იანოშ ჰერმანი: ტატუნაშვილის საქმე ჩვენს შეშფოთებას და წუხილს იწვევს

ვუსამძიმრებ ტატუნაშვილის ოჯახს და ყველას, ვისაც ეს ამბავი ეხება. რაც შეეხება ევროკავშირის პოზიციას, ეს საქმე ჩვენს შეშფოთებას და წუხილს იწვევს. ველოდებით, რომ დე-ფაქტო ხელისუფლება დაკავებულ ორ მოქალაქეს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნების საშუალებას მისცემს, ასევე ველოდებით, რომ დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული იქნება ყველა სხვა ზომა ამ კონფლიქტის გადაწყვეტის ხელშესაწყობად, ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

ამბობს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, იანოშ ჰერმანი არჩილ ტატუნაშვილის ოკუპირებულ ცხინვალში გატაცების და მოკვლის შესახებ, რუსთავი 2-ის ცნობით. 

კომენტარები