სირია

პუტინმა აღმოსავლეთ ღუტაში 5-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა

CNN

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სირიაში, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ ღუტაში 5-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა რომელიც ძალაში დღეს უნდა შევიდეს. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია უნდა განხორციელდეს. უცნობია შეიტანენ თუ არა ჰუმანიტარულ დახმარებას რეგიონში.

აღმოსავლეთ ღუტაში, რომელიც 2013 წლიდან ასადის რეჟიმის ძალებს ალყაში ყავთ მოქცეული, 400,000 ადამიანი ცხოვრობს. რეგიონი ბოლო 7 დღის მანძილზე ინტენსიურად იბომბება. დაღუპულია 500-ზე მეტი ადამიანი.

რუსეთის ასადის რეჟიმს მხარს უჭერს და ზოგიერთი თვითმხილველის მტკიცებით აღმოსავლეთ ღუტას სირიის სამხედრო ძალების გარდა რუსული თვითმფრინავებიც ბომბავენ. რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაც დაბლოკა, თუმცა საბოლოოდ შაბათს რეზოლუცია მიიღეს და სირიაში მოქმედ ძალებს სამხედრო ოპერაციების 30-დღიანი შეწყვეტისაკენ მოუწოდეს. რეზოლუცია არ ვრცელდება ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციებზე. ასადის რეჟიმის მტკიცებით აღმოსავლეთ ღუტაში ისინი სწორედ ტერორისტებს ებრძვიან.

რუსეთის მიერ გამოცხადებული 5-საათიან ცეცხლის შეწყვეტა რეზოლუციის იმპლემენტაციად არ მიიჩნევა, თუმცა ზოგიერთი მოსაზრებით ეს აჩვენებს, რომ მისი განხორციელება დიდწილად რუსეთზეა დამოკიდებული. გაეროს გენერალური მდივნის სპიკერის თქმით როგორც კი სიტუაცია დასტაბილურდება მზად არიან რეგიონში ჰუმანიტარული დახმარება შეიტანონ.

კომენტარები