ავტოსაგზაო შემთხვევა

წალენჯიხაში ქვეითებს ავტომანქანა დაეჯახა, 1 ადამიანი გარდაიცვალა, მეორე - დაშავდა

flickr

წალენჯიხაში ქვეითებს ავტომანქანა დაეჯახა. ერთი მათგანი გარდაიცვალა, მეორე კი - დაშავდა.

დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები