აშშ-ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ აშშ-სთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზადაა

AP

ჩრდილოეთ კორეა აცხადებს რომ მზად არის აშშ-სთან პირდაპირი მოლაპარაკებები აწარმოოს. ოფიციალური ფხენიანის თქმით ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას და აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობები ტანდემში უნდა განვითარდეს.

სამხრეთ კორეაში გამართული ზამთრის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე ჩრდილოეთ კორეის 8-კაციან დელეგაციაში მათი ბირთვული პროგრამის ხელმძღვანელი და აშშ-სთან ურთიერთობის საკითხებზე მომუშავე დიპლომატები შედიოდნენ. მათ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვარი ფეხით გადაკვეთეს და შემდგომ ტერიტორია პოლიციის მანქანებით დატოვეს. საზღვართან მათ სამხრეთ კორეელი ჟურნალისტები და მომიტინგეები ელოდნენ.

ისინი დელეგაციის ერთ-ერთი წევრის ჩასვლას აპროტესტებდნენ, რადგან მას ბრალად 2010 წელს სამხრეთ კორეული გემის ჩაძირვა ედება, რასაც 46 მეზღვაური ემსხვერპლა.

ზამთრის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე აშშ-ის დელეგაციაში დონალდ ტრამპის ქალიშვილი, ივანკა ტრამპიც იყო.

შეგახსენებთ, რომ გახსნის ცერემონიას აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი, მაიკ პენსი და კიმ ჩენ ინის და დაესწრნენ. დელეგაციების შეხვედრა მაშინ ჩრდილოეთ კორეის მხარემ უკანასკნელ მომენტში გააუქმა.

გასულ პარასკევს აშშ-მა ჩრდილოეთ კორეას ახალ სანქციები დაუწესა რომლებიც 50 ხომალდს და კომპანიას შეეხება.

კომენტარები