ბრიტანელი მსახიობი, ემა ჩამბერსი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა სააგენტომ დაადასტურა.
ჩამბერსი ცნობილი ელის თინკერის როლის შესრულებით გახდა BBC-ის სერიალში The Vicar of Dibley. მას ასევე ჰქონდა ეპიზოდური როლი ფილმში "ნოთინგ ჰილი" და სერიალში "მარტინ ჩაზლევტი".
გავრცელებული ცნობით, მსახობის გარდაცვალება "ბუნებრივი მიზეზებმა" გამოიწვია.