სასამართლო სისტემა

პრემიერი: მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით, გაჩნდა კითხვები

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხმა საზოგადოებასა და ქართულ ოცნებაშიც კითხვები გააჩინა.

"დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 44 მოსამართლე უვადოდ გაამწესა.რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადობაში გააჩინა კითხვები და ეს კითხვები არის ჩვენს გუნდშიც.მათ შორის, მძიმეა რეაქცია სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის მანუჩარ კაპანაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, აუცილებელია და ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კითხვებს გაეცეს დასაბუთებული, საჯარო პასუხი.სამართლიანობის განცდა არის საფუძველთა საფუძველი, რომელზეც შენდება დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფო.რა თქმა უნდა, ყველა აცნობიერებს, რომ ინსტიტუციონალური გადაწყვეტილებები ყოველთვის თანხვედრაში ვერ იქნება საჯარო აღქმებთან, თუმცა არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები, რომლებიც ღირებულებებს ეხება და მთელ ერს აერთიანებს,"- აღნიშნულია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

ცნობისთვის, კენჭისყრა დღეს გაიმართა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ლალი მსხილაძე, რომელმაც 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიური განცხადება გააკეთა და შორენა გუნცაძე, რომელმაც ბახალას 8 წელი მიუსაჯა, უვადო მოსამართლეებად დანიშნა.

კომენტარები