ფოთში გახსნილი ტექსტილის საწარმო Nike-ის Puma-ს და სხვა ბრენდების პროდუქციას გამოუშვებს

flickr.com

ფოთში დღეს ახალი სამკვერვალო საწარმო გაიხსნა. კომპანია "აჭარა ტექსტილის" ფაბრიკაში 3000 ადამიანი დასაქმედება. საწარმო თურქული ინვესტიციით აშენდა.

"აჭარა ტექსტილი" 100%-ით ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც უკვე თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან, როგორებიცაა: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima და საქართველოში შეკერილი პროდუქციის რეალიზაციას საერთაშორისო ბაზარზე ახერხებს.

კომპანია წლიურად 10 000 000 ერთეულ პროდუქტს აწარმოებს, ხოლო ახალი მაღალი ხარისხის მანქანა-დანადგარების ამოქმედებით წარმოების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

კომპანიას ბათუმსა და ქობულეთში უკვე აქვს ორი სამკერვალო ქარხანა, სადაც 2500 ადამიანია დასაქმებული.

საწარმოს გახსნას ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუსმიშვილიც დაესწრო. მისი განცხადებით, საქართველოდან ტექსტილის ნაწარმის ექსპორტი მაღალი ტემპებით იზრდება.

"ტექსტილის და ტექსტილის ნაწარმის ექსპორტმა 2017 წელს 87.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 8.5 პროცენტით გაიზარდა. 2013-2017 წლებში ტექსტილის ექსპორტის საშუალო ზრდა 17.4 პროცენტს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ 2013-2017 წლებში ტექსტილის და ტექსტილის ნაწარმის ექსპორტის მოცულობა 408 მლნ. აშშ. დოლარი იყო, წლიურად საშუალოდ 82 მლნ. აშშ. დოლარი“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, 2017 წლის მდგომარეობით, ტექსტილის ექსპორტის ყველაზე დიდი მოცულობა თურქეთში ხორციელდება (73%-ზე მეტი), შემდეგ მოდის იტალია (13.2%) და სომხეთი (6.0%).

 

კომენტარები