კორუფცია

ჩრდილოეთ კორეა ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნებს შორის მეცხრე ადგილს იკავებს

KCNA VIA REUTERS

Transparency International ყოველწლიურად მსოფლიოს კორუფციის ინდექსს აქვეყნებს, რომელშიც ქვეყნები 0-100 მდე შკალით არიან შეფასებული. ინდექსის მიხედვით, კორუფციისგან სრულიად თავისუფალი ქვეყანა არ არსებობს. განსაკუთრებით კორუმპირებული ქვეყნების სიაში მოხვდნენ ქვეყნები, სადაც სოციალური და პოლიტიკური არასტაბილურობაა, კორუფცია ასევე იმ ქვეყნებშიც არის გავრცელებული, რომლებშიც ტოტალიტარული და დიქტატურული მმართველობაა.

ყველაზე კორუმპირებული ქვეყნების სია კი ასე გამოიყურება (ზოგიერთი ქვეყანა ერთსა და იმავე ადგილს იყოფს)

  • სომალი - 180-ე ადგილი
  • სამხრეთ სუდანი - 179-ე ადგილი
  • სირია - 178-ე ადგილი
  • ავღანეთი - 177-ე ადგილი
  • იემენი - 175-ე ადგილი
  • სუდანი - 175-ე ადგილი (ორი ქვეყანა იყოფს 175-ე ადგილს, ამიტომაც 176-ე ადგილი სიაში არცერთ ქვეყანას აქვს)
  • ლიბია - 171-ე ადგილი
  • ჩრდილოეთ კორეა - 171-ე ადგილი
  • გვინეა-ბისაუ - 171-ე ადგილი
  • ეკვატორული გვინეა - 171-ე ადგილი (4 ქვეყანა იყოფს 171-ე პოზიციას, ამიტომაც სიაში 174, 173, 172 ადგილები გამოტოვებულია)

ეკონომისტების შეფასებით, სხვადასხვა სახის დანაშაულით, მათ შორის კორუფციით მოპოვებული თანხის რაოდენობა მსოფლიო ეკონომიკის 10%-15%-ს შეადგენს. ეკონომიკაში კორუფციის კონკრეტული წილის დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგნაც ამ გზით მოპოვებული ფინანსები არარეგისტრირებულია. 

ჩრდილოეთ კორეა მმართველობის სრული გაუმჭვირვალობისა და კანონის უზენაესობაში არსებული სერიოზული პრობლემების გამო ყველაზე კორუმპირებული ქვეყნების ათეულში ყოველთვის ხვდება.

კორუფციის მაღალი დონე იმ ქვეყნებშია, სადაც საბანკო სისტემები ცუდად არის განვითარებული. 2012 წელს ავაღანეთის უმსხვილესი ბანკი Kabul Bank-ი მსხვილ ფინანსურ მაქინაციებში ამხილეს, ბანკს მოსახლეობის კუთვნილი $800 მილიონის მისაკუთრებაში ედება ბრალი. 

მსოფლიოს ყველაზე კორუმპირებული ქვეყნის წოდება კი სომალის ეკუთვნის. Heritage Foundation-ის ცნობით ქვეყანაში მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემებია, ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლები ყოველწლიურად 70%-ზე მეტით არის გარღვეული. სომალიში სხვა სახის პრობლემებიცაა, განსაკუთრებული სირთულე კანონის უზეონაესობის მხრივაა ქვეყანაში სახელმწიფო კონტროლი ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე ვერ ვრცელდება. სომალი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაცაა, სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე $600-ს შეადგენს.

საქართველო აღრიცხული 180 ქვეყნიდან 46-ე ადგილზე გავიდა, ეს წინა წლის ინდექსთან შედარებით, 2 პოზიციით უარეს შედეგს წარმოადგენს.

მსოფლიოში ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყნის წობედა ახალ ზელანდიას ეკუთვის, მან 100 ქულიდან 89 ქულა დაიმსახურა.

კომენტარები