განათლების საერთაშორისო გამოფენა

UK Bridge, 24 თებერვალს, განათლების საერთაშორისო გამოფენას გამართავს

საგანმანათლებლო სააგენტო UK Bridge "განათლების საერთაშორისო გამოფენა 2018"-ს უმასპინძლებს. გამოფენა 24 თებერვალს, 12:00 დან 18:00 საათამდე, სასტუმრო Rooms-ში გაიმართება. 

განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც საქართველოში უკვე მერვედ გაიმართება, სტუდენტებსა და მათ მშობლებს საშუალებას მისცემს, პირადად შეხვდნენ სკოლებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებს და გაეცნონ შემოთავაზებულ სასწავლო პროგრამებსა თუ კურსებს.

ორგანიზატორების თანახმად, გამოფენაზე მაღალი დონის უნივერსიტეტები, კოლეჯები, სკოლა–პანსიონები და ენის სკოლები დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან და ჩეხეთიდან იქნებიან წარმოდგენილნი. მათ შორის არიან:

  • Anglo-American University 
  • Buckswood Overseas Summer School
  • Budapest Metropolitan University
  • Coventry University
  • EU Business School
  • International Community School
  • Kings Education
  • Naba & Domus Academy
  • Select English Cambridge
  • Toulouse Business School
  • University of St Andrews
  • Wimbledon School of English
     

გარდა ამისა, წელს UK Bridge 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამიტომ, გამოფენაზე მისულ სტუმრებს პრიზებს სთავაზობს. სააგენტო 3 სხვადასხვა პრიზს გაათამაშებს. ესენია: 2 კვირიანი საზაფხულო კურსი დიდ ბრიტანეთში; 4 თვიანი ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი თბილისში; ავიაბილეთი ლონდონის მიმართულებით.

გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, ეწვიოთ განათლების საერთაშორისო გამოფენას, მიიღოთ გათამაშების ბილეთი, რომელთა გაცემაც 17:00 საათზე შეწყდება და 18:00 საათზე დაესწროთ დაჯილდოების ცერემონიას.

 

კომენტარები